Mentori ის შესახებ

“მენტორი“ არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მარტივად დაკავშირებას საქართველოში. პლატფორმა მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, განათავსონ საკუთარი პროფილები და გახდნენ ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. ასევე, ისინი შეძლებენ სასწავლო ჯგუფების და ცხრილების ეფექტურად შედგენას.

მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ განათლების სფეროს პროფესიონალებს, „მენტორი“ სთავაზობს ინტუიციურ სისტემას, სადაც ფილტრების საშუალებით შესაძლებელია სასურველი მასწავლებლის მოძიება და მათთან კომუნიკაცია. ჯავშნის სისტემით კი პირდაპირ სასურველი დღეებისა და გაკვეთილების დაჯავშნა.

პლატფორმაზე არსებული რეიტინგისა და უკუკავშირის სისტემა ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, რომ იპოვონ მეტი მომხმარებელი და წარმოჩინდნენ, ხოლო ადამიანებს, რომლებიც მოძებნიან მათ, დაეხმარება უკეთ გაიგონ მათი მომსახურების ხარისხი სხვა მომხმარებლების გამოცდილების საფუძველზე.

ჩვენ გვჯერა, რომ განათლებას შეუძლია შეცვალოს საზოგადოება - სწორედ ამ იდეის განხორციელებას ემსახურება მენტორი.

about banner